სუხიშვილი: ევროპისა და ამერიკის გვერდზე დგომა არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი

დღემდე არის ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის 20% და რასაკვირველია, ჩვენთვის უსაფრთხოება და მშვიდობა მთავარია და ამის მთავარი იმედი არის ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების – ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის გვერდზე დგომა, ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, რადგან, როგორც ვიცით, და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პირველი საგარეო მტერი არის და ზუსტად ის უცხოური საგარეო ძალა არის რუსეთი, თავისი აგრესიით. ეს საფრთხე სულ არის და რასაკვირველია, როგორც ქვეყნის პატრიოტი, მე ვუსურვებ ჩემს ქვეყანას მშვიდობას, უსაფრთხოებას და რასაკვირველია, ევროპის გეზით სვლასა და ევროპის დიდ ოჯახში გაწევრიანებას.