სუხიშვილების საახალწლო კონცერტი – ევროპის სცენის დაპყრობის შემდეგ, ანსამბლი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება

10 ქვეყანა და 53 კონცერტი – ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”, წარმატებული ორთვიანი საგასტროლო მოგზაურობიდან დაბრუნდა. ევროპის სცენის დაპყრობის შემდეგ, ანსამბლი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება.
ქართული, ხორუმი, სვანური,ზეკარი, ჯუთა – ორსაათიანი პროგრამა შერეულია – მაყურებლისთვის წარმოდგენილი იქნება როგორც კლასიკური ცეკვები ასევე, ახალი ქორეოგრაფიული კომპოზიციები. საახალწლო კონცერტები 21 დეკემბრიდან დაიწყება.
ქართული ნაციონალური ბალეტის გენერალურ რეპეტიციას ილიკო სუხიშვილი თავად ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ორთვიანი უწყვეტი გასტროლების მიუხედავად, ანსამბლი კარგ ფორმაშია.
პარიზი, ვენა, ბერლინი, რომი, – 75 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლის საშემოდგომო ტურნე, საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა – თუმცა, თავად სუხიშვილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ბრიუსელში ანშლაგით ჩატარებული კონცერტია. ანსამბლის წევრებმა ფესტივალ “ევროპალიას” ფარგლებში მონაწილეობისას შეიტყვეს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ბრიუსელის ნაციონალურ თეატრში, სუხიშვილებმა სიმბოლურად ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სუხიშვილების საახალწლო სერია ხვალ დაიწყება და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება