სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.
ის დღეს დაიბარეს სუს-ში. რამდენიმე საათის განმავლობაში ის ელოდა, როდის მოიცლიდა ადვოკატი, – რომელიც 13:00-დან 20:20 საათამდე -ში გამოკითხვაზე მყოფ ახალაიას ახლდა თან.
„მაინტერესებს, რას მკითხავენ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს და დაბარებას „სპექტაკლი“ უწოდა.
„ალბათ, ეს იქნება სპექტაკლის დასასრული“, – თქვა მან.
„მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში. ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე“, – დაწერა ანი ნადარეიშვილმა დღეს, 10 ოქტომბერს.
პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან რუსთავის ციხეში 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის გამოსაკითხად.
სუს-ში ამბობენ, რომ სამსახურის თანამშრომლები რუსთავის ციხეში იმყოფებიან პაატა ბურჭულაძისა და მურთაზ ზოდელავას გამოკითხვის მიზნით.
ისინი იმავე საქმეზე იკითხებიან, რაზეც ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილია დაბარებული სუს-ში.
სუსმა 5 ოქტომბერს, – სა და პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დემონსტრანტების ნაწილის შეჭრის მცდელობის მომდევნო დღეს, განაცხადა, რომ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები (დეტონატორით), რომელთა გამოყენებით 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები.
სუსმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულმა ბ.ჭ.-მ აღნიშნული საბრძოლო მასალა და იარაღი შეიძინა „ში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით“, – თუმცა არც მისი ვინაობა და არც დანაყოფი არ დაუსახელებია.
სუსმა ასევე თქვა, რომ სამსახურის თანამშრომლების გატარებული „პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი – ასი კაცი წავიდეს პარიზში, ბერლინში, გადაკეტონ ცენტრალური „პროსპექტი“ და რით დამთავრდება, ვიხილავთ – ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ „დიფ სთეითი“ აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო