სუს-ში ამბობენ, რომ თბილისის სკოლებზე ტერაქტის მუქარა ყალბია

რადიოს თავისუფლების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ცნობა, რომ 22 აპრილს თბილისის სკოლებზე ტერაქტი იგეგმებოდა, სიცრუეა და რეაგირება მცირე ხნის წინ დაიწყეს.
როგორც გამოცემა წერს, მათ სუს-ში უთხრეს, რომ ინფორმაცია ერთ-ერთ სკოლაში იარაღის აღმოჩენის შესახებ ყალბია.
როგორც რადიო თავისუფლება წერს, საქმის კურსშია განათლების სამინისტროც.
აქამდე სოციალურ ქსელ ტელეგრამზე გაჩნდა რუსულენოვანი არხი, რომელზეც ანონიმური პირები წერდნენ, რომ თბილისში 22 აპრილს რამდენიმე სკოლაზე თავდასხმას გეგმავდნენ.
მსგავსი პოსტები გასულ თვეებში ს სკოლებთან და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებითაც გავრცელდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაციებიც სიცრუე იყო, რასთან დაკავშირებით სუს-მა მაშინ განცხადებაც გააკეთა.