“სუს-ს განცხადება, სერიოზული გაფრთხილებაა იმ ხალხის მიმართ, ვინც უბრალო ადამიანების მსხვერპლის საფასურად ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური ჟინის დაკმაყოფილებას” – ლევან ნიკოლეიშვილის განცხადება

“სუს-ს განცხადება, სერიოზული გაფრთხილებაა იმ ხალხის მიმართ, ვინც უბრალო ადამიანების მსხვერპლის საფასურად ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური ჟინის დაკმაყოფილებას” – ლევან ნიკოლეიშვილის განცხადება
თბილისსი განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ცდილობს, რომ პროვოკაციები მოაწყოს და ძალადობრივი და სცენები განავითაროს. ისინი უცხოური ძალებით ფინანსდებიან.

ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

„სუს-ს აღნიშნული განცხადება, სერიოზული გაფრთხილებაა იმ ხალხის მიმართ, ვინც უბრალო ადამიანების მსხვერპლის საფასურად ცდილობენ თავიანთი ავადმყოფური პოლიტიკური ჟინის დაკმაყოფილებასა და რევოლუციის მოწყობას. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას ვისაც საქართველოს უახლესი ისტორია ახსოვს კარგად იცის-მინიმუმ სამოქალაქო დაპირისპირება! თუმცა ის ფაქტი, რომ სუს-ი ასეთი სახის განცხადებას აკეთებს, ნიშნავს რომ შესაბამისი უწყებები მზად არიან პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. კანონის აღსრულების „ბადეს“ სრულიად სამართლიანად სავარაუდოდ რამდენიმე რადიკალი პოლიტიკოსი და არასამთავრობოს წარმომადგენელიც მოჰყვება. ამ დროს არათუ აქაური რადიკალების, არამედ მათი უცხოელი პატრონების აღშფოთება-შეშფოთება-ტირილი-გოდება-განცხადებები გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შესახებ არ მიიღება, როცა საკითხი ქვეყნის სტაბილურობასა და სუვერენიტეტს შეეხება.“

ასევე დაგაინტერესებთ

მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება მუდმივად დადებითად აირეკლება ეკონომიკაში, მოქალაქეთა ცხოვრებაში, იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს, უფრო გვაახლოებს ქართველთა სანუკვარ იდეასთან – გამთლიანებასთან

მისასალმებელია, თუ ევროკავშირი გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როდესაც ჩვენს არჩევნებში გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ, ხან ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ?!