სუს-მა BBC-ის რეპორტაჟთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარებაც“ გამოკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა.
აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილი BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით დღეს გამოიკითხა. უწყებაში ჩვენება მისცა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც.
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არაფრისგან სკანდალს ვერ შექმნით! ხელში შეგრჩათ მხოლოდ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც „შეისწავლოს“ – ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება!

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ეს უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში

ირაკლი კობახიძე BBC-ის ფილმზე – შეგიძლიათ ამოიღოთ, როგორი იყო კლინიკებში მიმართვიანობის სტატისტიკა – ეს არის აბსოლუტური აბსურდი, სპეცსამსახურების ხელით შეთითხნილი რაღაც ტყუილი, ჩვეულებრივი „ფეიკი“