სუს-ი – ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი პირთა წრე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ შეტყობინებები ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა და მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.
ამის შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ს სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.
ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები “გალერეა თბილისში” ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

ასევე დაგაინტერესებთ