სუს-ი ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას შეწყვეტს – გამოძიების მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების – „მაესტროსა“ და „ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას შეწყვეტს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.
„ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების – „მაესტროსა“ და „ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა.
გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.
შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო