სუს-ის მტკიცებით, პრეზიდენტის არჩევნების ხელშესაშლელად “2-3 ადამიანის მსხვერპლს” გამოიყენებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი ინფორმაციის საფუძველზე “დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ს პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს.”
ამ მიზნით, სუს-ის თანახმად იგეგმება “მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას”.
მოსალოდნელი, სავარაუდო არეულობის შესახებ უწყებას მსგავსი განცხადებები მანამდეც არაერთხელ გაუვრცელებია, როგორ თავად ამბობენ – პრევენციისთვის.
სუსი ირწმუნება, რომ ამ განზრახვას განახორციელებენ “ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით”.
“სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას”.
განმარტებული არაა, მაგრამ რიტუალურ სცენებში სუს-ი სავარაუდოდ, გულისხმობს საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა პოლიტიკოსის ფიტულის დაწვას. აქციებზე დაწვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) ფიტული. სწორედ მის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფი შლის აქციას ძალის გამოყენებით.
კუბოთი მიიტანეს და პარლამენტის წინა დაწვეს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ს ფიტულიც.
ამ მიზნისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, “სახეშენიღბული დესტრუქციული ჯგუფები” აზიანებენ გარე მეთვალყურეობის კამერებს “როგორც პროტესტის არეალში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე” რათა დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, გართულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება.
უწყება “დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად” განიხილავს ტვ “პირველის” გადამღებ ჯგუფზე 7 დეკემბერს ღამით მომხდარ თავდასხმასაც და აცხადებს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რომელიც მომხდარს იძიებს “რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა”.
მსგავს, განცხადებებს, ისევე როგორც აქციების მონაწილეთა დაკავებას, დემონსტრანტები საპროტესტო მუხტის დაცემის მიზნით ხსნიან.
7 დეკემბერს “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი და ნიღბიანი უცნობი პირები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხრაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს. დაზიანებები იმდენად რთული იყო, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ექიმებმა თქვეს, რომ ორივეს ტვინის შერყევა აქვს და ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას.
ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს, კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს.
მალევე, ბესიკის ქუჩის მიდამოებში შავნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.
ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი , რომელმაც თქვა, რომ “99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე”.
მანამდე, პროევროპული აქციების დაწყებიდან მესამე დღეს, 30 ნოემბერს, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ “დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად”.
წელიწადზე მეტია, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმებოდა “დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა” და საქმე 315-ე ამბოხების მუხლითაც აღძრა.
ტერორიზმისა და ამბოხება-შეთქმულების საქმეზე 2024 წლის ივლისში, ში მებრძოლი რამდენიმე ქართველი გამოიკითხა.
ოქტომბრის დასაწყისში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი გიორგი რურუა ტერორიზმისა და ამბოხება-შეთქმულების საქმეზე. „ეს არის მიმდინარე საქმე – მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს [გიორგი რურუა]. გრიფი [საიდუმლო] ადევს [ამ საქმეს]“, – უთხრეს სუსში რადიო თავისუფლებას. თუმცა ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე – არის თუ არა ეს იგივე გამოძიება, რომლის დაწყების შესახებაც უსაფრთხოების სამსახური იუწყებოდა ივლისში.
2014 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ათამდე საქმე დაიწყო ამბოხება-შეთქმულების მუხლით, მათ შორის იყო „საბურავების საქმე“, როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მიზნით „ევრომაიდნის მოწყობას“ გეგმავდა, რისთვისაც „ზონდერჯგუფებს“ ქმნიდა და საბურავებსაც იმარაგებდა.
ამბოხებისა და გადატრიალების საქმეზე გამოძიებები დაიწყო ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც.
გამოძიების შედეგები არცერთ საქმეზე არაა ცნობილი.
ამასთან საქართველოში საპროტესტო გამოვლების პარალელურად, მოსკოვში ყოველ ჯერზე რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოში “ფერადი რევოლუციის” მოწყობას.
პროდასავლური საპროტესტო დემონსტრაციების მეთორმეტე დღეს “ქართულ ოცნებაში” განაცხადეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირების თაობაზე , რომლის მიღებასაც დეკემბრიდან გეგმავენ.
ცვლილებებით აქციაზე დემონსტრანტებს ნიღბების ტარება და სახის დამალვა აეკრძალებათ, რეგულაციები წესდება პიროტექნიკის გამოყენებაზე, საჯარო სამსახურებს უფრო მარტივად შეეძლებათ „რეორგანიზაცია“ – შესაბამისად, ადამიანთა გათავისუფლება. პოლიციელად მუშაობის დაწყება კი უფრო მარტივდება, ვიდრე აქამდე.
მეცამეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ “პოლიტპატიმრებად” მოიხსენიებენ.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა – 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.
გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
ფორუმი