22
მამხილებელღა შეტობინებების სტატისტიკის ზრდაზე საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წლიურ ანგარიშში.
“საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გარკვეულწილად მეტყველებს მოქალაქეთა ჩართულობა კორუფციული დანაშაულების გამოვლენაში (მამხილებელთა შეტყობინებები), რაც გამოიხატა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსთვის მომართვიანობის ზრდაში.
2024 წელთან შედარებით, 2025 წელს გაიზარდა დეპარტამენტში შემოსული მამხილებელთა შეტყობინებები და 156 ერთეული შეადგინა. აქედან, 15-ზე დაიწყო გამოძიება, 3 დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, 48 ქვემდებარეობით გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში, 22 არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ხოლო 66-ზე კვლავ მიმდინარეობს შესწავლის პროცესი, 2 საკითხს კი განიხილავდა სხვა უწყება და არ მიეცა მსვლელობა”,- აღნიშნულია ანგარიშში.



