სუსი წელსაც ირწმუნება, რომ ვიღაც ხელისუფლების დამხობას ცდილობდა და დასავლურ კამპანიებზე მიუთითებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2024 წლის ანგარიშშიც ამტკიცებს, რომ „იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები“.
ანგარიშის წინასიტყვაობაში, რომელიც სუს-ის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ჩატარდა , რომელთა შედეგებმა საფუძველი დაუდო გლობალური გეოპოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილებას, საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში გააჩინა ახალი მიდგომები და ტენდენციები, და იმ ქვეყნებს, რომლებიც „მოწოდებული არიან ტრადიციული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვისკენ, მნიშვნელოვნად გაუადვილა ეროვნული პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობები“.
„უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, ასევე ცალკეული შიდა და გარე აქტორები ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას, იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები. მათ მიერ აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც, მათ შორის, ჩართული იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობები“, — ნათქვამია ანგარიშის წინასიტყვაობაში, რომელიც ანრი ოხანაშვილს ეკუთვნის.
სუსი 2023 წლის ანგარიშშიც წერდა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმებოდა, თუმცა არ აკონკრეტებდა, რომელიც ქვეყნები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია. „ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს.
მთავარი საფრთხე
ანგარიშის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ ს მიერ სა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენდა.
„რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო აქტივობები, საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებდა ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, გრძელდებოდა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი. ამასთან, რუსეთის მიერ ოკუპაცია აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად“, — წერს ანრი ოხანაშვილი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციისა და შემდგომი ანექსიისკენ მიმართული პროცესები. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო რუსეთის მიერ დამატებითი სამხედრო, ფინანსური თუ დემოგრაფიული ბერკეტების მოპოვების მცდელობა, რამაც ოკუპირებულ რეგიონებში კრიზისული ვითარება შექმნა.
ნათქვამია, რომ გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.
ანექსიური პოლიტიკის ნაწილად განიხილავს სუსი მათ შორის სოხუმის აეროპორტის აღდგენას, რუსი „ინვესტორებისთვის“ პრივილეგიების შემოღების მცდელობებს აფხაზეთში და ოჩამჩირის პორტის მშენებლობას.
„საანგარიშო პერიოდში ადგილზე გარკვეული სამუშაოები დაფიქსირდა. გაიკაფა ტყის მასივის გარკვეული ზონები და განხორციელდა საზღვაო აკვატორიის გაწმენდითი სამუშაოები. მაღალი ალბათობით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოები პირდაპირ არ უკავშირდება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მშენებლობას. მიმდინარე პროცესი, სავარაუდოდ, წარმოადგენს ე.წ. საკონტეინერო გადაზიდვების ტერმინალის მშენებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს“, — ნათქვამია ანგარიშში.
სუს-ის თანახმად, 2024 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით იდენტიფიცირებულია უკანონოდ დაკავების 37, ხოლო ცხინვალის მიმართულებით — 36 შემთხვევა. ცხინვალის რეგიონის მართულებით უკანონო ბორდერიზაციის 45 შემთხვევა დაფიქსირდა, აფხაზეთის მიმართულებით კი ერთი.
სახელმწიფო უსაფრთხოება და კონტრდაზვერვითი საქმიანობა
სუს-ის თანახმად, უცხო ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულება იყო ახალგაზრდულ სექტორზე მუშაობა, რის მიზანსაც უცხო ქვეყნებისადმი ლოიალური და მათ ეროვნულ-საზოგადოებრივ ღირებულებებთან ახლოს მდგომი ახალი თაობის ფორმირების მცდელობა წარმოადგენდა.
„საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი , სხვადასხვა საბაბით (მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღება, საპარლამენტო არჩევნების „გაყალბება“) საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მზიანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, დანაშაულებრივ ქმედებებში აქტიურად იყვნენ ჩართულში ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ ში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი. სუსი ირწმუნება, რომ განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმებიც.
ანგარიშში საუბარია საპროტესტო გამოსვლებზე და ნათქვამია, რომ ორგანიზატორების მიზანს პროცესის „მაიდანიზაცია“ წარმოადგენდა, იგეგმებოდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა, სამართალდამცველების პროვოცირება და პარლამენტის მიმდებარედ სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც თითქოსდა უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაჰკისრებოდა.
სუს-ის თანახმად, გამოვლინდა საქართველოში მოქმედი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ღიად თანამშრომლობდა უცხოურ, მათ შორის პოლიტიკურ ძალებთან და მონაწილეობდა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. არ არის დასახელებული ვინაობა და „დანაშაულის“ კვალიფიკაცია.
სუს-ის თანახმად, 2024 წელს საქართველოში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარების მიზნით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობდნენ აქტიურად გამოეყენებინათ ქვეყანაში მოქმედი რელიგიურო ორგანიზაციები და დაფიქსირდა აღმსარებლობის მიხედვით პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნის და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების მხარდასაჭერად, რელიგიური ნიშნით ელექტორალური ბაზის შექმნის მცდელობები.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, ოპერატიულ კონტროლზე იქნა აყვანილი საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიებისა და უცხოური კაპიტალით საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირებისა და მათი წარმომადგენლობების საქმიანობა, უცხოური ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან მათი შესაძლო კავშირების გამოვლენის მიზნით. ნათქვამია, რომ მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა უცხოური კაპიტალით დაფუძნებული რამდენიმე კომპანია, რომელთა წარმოებული პროდუქცია შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო ორმაგი (სამოქალაქო და სამხედრო) დანიშნულებით, ასევე დადგინდა მათი საქმიანი კავშირები უცხო ქვეყნების სამთავრობო და თავდაცვის უწყებებთან.
2024 წელს სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 8 საქმეზე. ათობით ოპერატიული ინფორმაცია კი გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებებში.
საანგარიშო პერიოდი სამსახურმა განიხილა 77 894 უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმე, რომლებიც ითხოვდნენ საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვას, აქედან უარყოფითი რეკომენდაცია გაიცა 5 316 პირზე.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით განხილულ იქნა 12 406 საქმე. სუს-ის თანახმად, ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის მიღებას ცდილობდა უცხო ქვეყნის 186 მოქალაქე.
სუს-ის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე სანქციების გვერდის ავლაში ჩართული ორგანიზაციები არ დაფიქსირებულა.