„სუპერსამშაბათის“ ლიდერები ბაიდენი და ტრამპი არიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატების შესარჩევად ერთდროულად 15 შტატში ჩატარებული პირველადი არჩევნების(primary) წინასწარი შედეგებით, დემოკრატიული პარტიიდან ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი , ხოლო რესპუბლიკური პარტიიდან – ექსპრეზიდენტი .
თეთრი სახლისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს დღე „სუპერსამშაბათის“ სახელითაა ცნობილი და წელს 5 მარტს დაემთხვა. ამ დღემდე ჩატარებულ ყველა პირველად არჩევნებშიც ბაიდენმა და ტრამპმა გაიმარჯვეს. გამონაკლისი იყო ვაშინგტონი, სადაც ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხა გაეროში -ის ყოფილმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ.
რესპუბლიკელებმა პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად, 5 მარტს არჩევნები ჩაატარეს ტეხასში, კალიფორნიაში, ალაბამაში, ალასკაში, არკანზასში, კოლორადოში, მეინში, მასაჩუსეტსში, მინესოტაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, იუტაში, ვერმონტში, ვირჯინიაში და ასევე, სამოაში(აშშ-ის ტერიტორია წყნარი ოკეანის სამხრეთში). დემოკრატებმა კენჭისყრა ჩაატარეს ყველგან გარდა, ალასკისა, სადაც პირველადი არჩევნები აპრილში გაიმართება.
ამერიკული ტელეკომპანიების და კვლევითი ორგანიზაციის, Edison Research-ის წინასწარი დათვლით, პრაქტიკულად ყველგან ბაიდენი და ტრამპი იმარჯვებენ. დონალდ ტრამპს ვერმონტში ამარცხებს ნიკი ჰეილი.
დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წევრების მიერ პირველად არჩევნებში მიცემული ხმების მიხედვით, პირველ ადგილზე გასულ კანდიდატებზე შტატების მიხედვით განაწილდება დელეგატების ხმები.
რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარსადგენად 2429 დელეგატიდან სულ მცირე 1215-ის ხმაა საჭირო, ხოლო დემოკრატიული პარტიიდან 3934 დელეგატიდან 1968-ის.
კანდიდატების შერჩევის პროცესი ივნისში დასრულდება, ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ ყრილობებზე კი, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები ოფიციალურად დაასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატებს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ