სუნიტი მუსლიმები აშურას აღნიშნავენ

დღეს, მთვარის კალენდრის პირველი თვის, მუჰარამის მეათე დღეს, სუნიტი მუსლიმები აშურას აღნიშნავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რეგილიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აშურას სუნიტი მუსლიმები სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირებენ, განსაკუთრებით იხსენებენ წარღვნის შემდეგ, წინასწარმეტყველ ნუჰის (ნოე) ხმელეთზე გადმოსვლას.
„ითვლება, რომ ამ დღეს სამადლო საქმეების კეთება განსაკუთრებით სასურველია, დიდ მადლად ითვლება მარხვის დაცვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…