სულ ფეხზე მკიდია, რას იტყვის, კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება, მათ შორის, მაგისტრალის გადაკეტვის – გიგი უგულავა

შსს არის მარბიელი რაზმი, კონსტიტუციიდან გასული. სულ ფეხზე მკიდია, რას იტყვის, რადგან საქართველოში არსებობს კონსტიტუცია. კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება, მათ შორის, მაგისტრალის გადაკეტვის, წინასწარ ამის შესახებ იცოდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ „თბილისი მოლთან“ განაცხადა.
უგულავას თქმით, „შსს და მთლიანად ნიღბიანები არიან კრიმინალური ბანდა“.
„ამ ნიღბიანი ბანდიტების მოვალეობა ხალხის დაჭერა, დარბევა და დაშინება კი არ არის, კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფაა, ანუ ხალხის პროტესტის უზრუნველყოფა. ამიტომ, შსს და მთლიანად ნიღბიანები არიან კრიმინალური ბანდა. ივანიშვილი არის ხუნტა, ივანიშვილი რასაც აკეთებს, არის ყველაზე რთული და ბინძური კომბინაცია, რადგან ეს კაცი არის კლინიკური გიჟი და რუსი, პუტინზე უარესი, რადგან პუტინი გიჟი მაინც არ არის, უბრალოდ ბოროტია და ივანიშვილი არის რუსიც შეგნებით, საბჭოთა რუსი. ამ ხალხს, ნიღბების უკან რომ იმალება, ტყუილად ჰგონია, რომ ცხოვრება რამდენჯერ შეიცვლება, სულ ნიღაბი ეკეთება და შემდეგი ხელისუფლება გამოიყენებს? არა, ერთია, ვინც ამ ნიღბიანებს აძლევს დავალებას, ის დამნაშავეა, მაგრამ ის უსისხლობა, გადამეტებული, საზიზღარი ძალადობა უკვე ინდივიდუალური საკითხია, ინდივიდუალური სადიზმია და ამას იმით ვეღარ გაამართლებ, რომ დამავალეს. დაგავალეს დაჭერა, მაგრამ ზემოდან ფეხებით რომ დახტუნაობ – ამ სადისტებს ყველას მოეკითხება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა