სულ ტყუილად აბრალებენ “ქოცები” ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან რევოლუციონერობას, ნეტავ, ესენი იყვნენ რევოლუციონერები –

პოლიტიკური დისკუსიის თემაა “ხალხის ძალის” განცხადება, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას რევოლუციის მცდელობა კიდევ ექნება, ამჯერად ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თემაზე მანიპულაციით.
რაც შეეხება შეფასებებს, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს რევოლუციონერობას აბრალებს, რეალურად კი ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
“ისინი არანაირი რევოლუციონერები არ არიან. სულ ტყუილად აბრალებენ “ქოცები” ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან რევოლუციონერობას, ნეტავ ესენი იყვნენ რევოლუციონერები… რაღაც საერთოს ვიპოვიდით აქამდე, მაგრამ არ არიან. მე მაინც მგონია, რომ ოპოზიციის ნამუშევარზე მეტად, ამაზე გავლენას ს შედეგები მოახდენს, ქართველი ხალხის ნება შეესაბამება თუ არა ევროპულ სტანდარტებს,” – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა ობოლაძის შეფასებით კი, “ხალხის ძალის” და “ქართულ ოცნებას” შეუძლია 2024-ის არჩევნების შედეგებზე ინერვიულონ, რადგან მისი თქმით, ქართველი ხალხი ხელისუფლების ცვლილებებს დაუჭერს მხარს, ქვეყანა კი ევროინტეგრაციის პროცესში მომდევნო მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე – ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას

სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, ჩვენ – ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს