სულ მცირე 7 დაღუპული და 700-ზე მეტი დაშავებული – ტაივანი მიწისძვრის შედეგებს ებრძვის

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ კუნძულ ტაივანზე მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო ოპერაცია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 7 ადამიანი და 700-ზე მეტი დაშავდა.
დანგრეული და დაზიანებულია ათეულობით შენობა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილების ძებნას განაგრძობენ.
დღეს, 3 აპრილს, მოხდა. ეპიცენტრი ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე, საკურორტო ქალაქ ჰუალიანიდან 18 კილომეტრში მდებარეობდა.
ტაივანის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდა 7,2 იყო, ხოლო -ის გეოლოგიური სამსახურის თანახმად – 7,4.
ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა თავის ადმინისტრაციას დაავალა სტიქიის შედეგების რაც შეიძლება სწრაფად განსაზღვრა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა.
ჩინეთის მთავრობამ ტაივანელ „თანამემამულეებს“ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მზად არის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმაროს. ტაივანი დემოკრატიული კუნძულია, რომელიც 74 წელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან დამოუკიდებლად იმართება. ჩინეთი ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს.
1999 წლის სექტემბერში ტაივანზე მოხდა 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელმაც 2400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ათასობით შენობა დაანგრია.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება