სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა კიევზე რუსული რაკეტებით და დრონებით დარტყმის შედეგად

უკრაინის დედაქალაქ კიევში 6 ადამიანი, მათ შორის ექვსი წლის ბიჭი დაიღუპა რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად. ამის შესახებ დილის ცხრა საათისთვის იუწყება ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო.
დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები, მათ შორის საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ს ჯარებმა კიევზე კომბინირებული შეტევა 31 ივლისს, შუაღამის შემდეგ დაიწყეს.
ფორუმი