სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად

სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე ს სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. დაჭრილია 50-ზე მეტი ადამიანი.
რუსეთის ჯარებმა ქალაქ სუმის 17 ნოემბერს, გვიან საღამოს დაარტყეს. მერიის და პროკურატურის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევა იყო ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონზე, სადაც დაზიანებულია 10-ზე მეტი მრავალბინიანი კორპუსი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაზიანებული სახლებიდან ევაკუირებულია 400-ზე მეტი ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ სუმიში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში დამნაშავე უნდა დაისაჯოს.