სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უკრაინის ქალაქ ტერნოპოლზე რუსეთის ჯარების შეტევას

უკრაინაზე რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 37 დაიჭრა ქალაქ ტერნოპოლში. ეს ინფორმაცია დღის 12 საათისთვის ტელეგრამით გაავრცელა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ.
მინისტრის ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 12 ბავშვია. კლიმენკოს ცნობით, ტერნოპოლში დანგრეულია 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი – მესამედან ბოლო სართულის ჩათვლით. კიდევ ერთ 9-სართულიან სახლში ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის ჯარები უკრაინის სხვადასხვა რეგიონს დრონებითა და რაკეტებით გასული ღამის განმავლობაში უტევდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც დღეს, 19 ნოემბერს თურქეთში იმყოფება, სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს 470-ზე მეტი დრონი და 48 რაკეტა.
ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ახლობლებს.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ათეულობით ადამიანი დაშავდა ხარკოვსა და ივანო-ფრანკოვსკში, ლვოვში დაზიანებულია ენერგოობიექტები.
ზელენსკის განცხადებით, ყოველი ასეთი თავხედური შეტევა ადასტურებს, რომ რუსეთზე ზეწოლა არასაკმარისია და ამ ვითარების შეცვლა შეუძლია რეალურად ქმედით სანქციებს და უკრაინის დახმარებას საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტებითა და სხვა იარაღით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში გამოწვეულ მსხვერპლსა და სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია