სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად თანამშრომლებს გიორგი ცინცაძე წარუდგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერიის თანამშრომლებს მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ცინცაძე წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის მერიის ეფექტიანი მუშაობა მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის, ასევე, რეგიონის განვითარებისთვის.
გიორგი ცინცაძემ გამოთქვა მზადყოფნა მაქსიმალური ძალისხმევით იზრუნოს ქალაქის განვითარებაზე, მიმდინარე პროექტების წარმატებით დასრულებასა და ახალი ინიციატივების განხორციელებაზე.
მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი მურვანიძეს მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)