სულხან თამაზაშვილი – კიდევ ერთხელ დადასტურდა დღევანდელი დღით, რომ პარტია “ქართულ ოცნებას” საზოგადოებაში დიდი ნდობა აქვს, რაც აუცილებლად გამართლდება

ეს არის გამარჯვება ხალხის, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ღირსეულ მომავალზე , – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარტია “ქართული ოცნება” მოსახლეობის ნდობას გაამართლებს.
„ყველას მოგილოცავთ გამარჯვებას, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატები ძალიან დიდი უპირატესობით ლიდერობენ. მივულოცავ კანდიდატებს და ასევე, მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს – ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გუნდის გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება ქართველი ხალხის გამარჯვება.
ეს არის გამარჯვება ხალხის, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ღირსეულ მომავალზე.
კიდევ ერთხელ დადასტურდა დღევანდელი დღით, რომ ჩვენს გუნდს პარტია “ქართულ ოცნებას” საზოგადოებაში დიდი ნდობა აქვს. ეს ნდობა აუცილებლად გამართლებული იქნება”, – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია