“სულმოუთქმელად ველოდებით იმ დღეს, როცა განგება ერთმანეთს შეგვახვედრებს იქ, სხვა სამყაროში” – მარიტა გუტაშვილი

ს ტრაგედიას გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი:
ანდრია ❤️
ოქროს კულულება ბიჭი… ❤️
სწორედ ისეთი, ზღაპრებში რომ აღწერენ. თვალს ვერ მოწყვეტდით ისეთი ლამაზი იყო.
ოჯახში ყველაზე მეამბოხე და ცელქი. ჯერ ასეთი პატარა , უკვე ყველაფრის კეთებას დამოუკიდებლად სწავლობდა. მთელი შოვი ბონისთან ერთად შემოიარა , სულ რაღაცის გამოკვლევაში და ახლის ძიებაში იყო.
ანდრია მამიკოს ბიჭია. თავისი ქვეყნად მოვლინებით მამიკოს დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა. მთელი ცხოვრება ამ სიხარულით უნდა ყოფილიყო სავსე. ახლა კი, სულმოუთქმელად ველოდებით იმ დღეს, როცა განგება ერთმანეთს შეგვახვედრებს იქ, სხვა სამყაროში.
და.. ასე გადის ერთნაირი დღეებით გადავსებული დრო…
ჩვენს გულებში ყოფნის მე_5 წელს გილოცავ ადო ❤️

ასევე დაგაინტერესებთ