სულელად რომ არ გამოჩნდეთ, ისტორია ისწავლეთ – იაგო ხვიჩია ახალგაზრდებს

პარტია „გირჩის“ ერთი-ერთი ლიდერი, გადაცემაში „კამათობა“ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერს, ს ახსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებულ ნარკოპოლიტიკას და მას ჯალათთან აიგივებს. „ახალგაზრდები ხართ და სანამ მართლა ერთადერთი სლოგანი ის არის – „ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, ჯობია რომ ისტორიას გაეცნოთ.
რასაც ახლა ბატონი გიგა კეთილშობილური სახით ყვება, იცით როგორია? ჯალათი რო ყვებოდეს სინამდვილეში თავის მსხვერპლებზე, რა მიზნები ჰქონდათ კონკრეტულად როცა ამ კონკრეტულ ადამიანებს ხოცავდნენ, რა კეთილშობილები იყვნენ მაშინ, როცა დიდ სამშობლო მიზანს ემსახურებოდნენ“,- აცხადებს იაგო ხვიჩია. იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოს ბაზარზე არსებული „ბიო“ და „ფენტალინი“ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარკოპოლიტიკის შედეგად გაჩნდა ბაზარზე და მათ აიძულეს ადამიანები გადასულიყვნენ „კრაკადილზე“. „თქვენ იცით თუ არა, რომ ამ წუთას ეს დებატები მიმდინარეობს, ნარკოპოლიტიკის და ნულოვანი ტოლერანტობის ერთ-ერთ ჯალათს და მეორე ადამიანს შორის, რომელიც ანგელოზია ამ თვალსაზრისით, რაც მოვიდა მას შემდეგ სულ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეა. სულელად რომ არ გამოჩნდეთ ისტორია ისწავლეთ. სინამდვილეში ამათმა გააჩინეს ფენტალინები, ამათმა გააჩინეს „ბიო“. ეს არის პოზიცია, რომლის მიხედვითაც შენ ანადგურებ ბაზარზე არსებულ ყველა შესაძლებლობას, კი არ ძვირდება, აქრობ, ყველას იჭერ. ვიღაც ადამიანები, რომლებიც იძულებულები არიან გადავიდნენ „კრაკადილზე“ , „ვინტზე“, „წიწვზე“, რომლის გამოც კვდებიან“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა

აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს