სუდაკოვი შეიძლება “ატლეტიკოში” გადაბარგდეს

“შახტარის” შემტევმა ნახევარმცველმა გეორგი სუდაკოვმა შეიძლება კარიერა ესპანეთში გააგრძელოს, – ამის შესახებ ინფორმაციას El Gol Digital-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 22 წლის უკრაინელს “ატლეტიკოს” გასაძლიერებლად საჭირო უნარები გააჩნია და ლა ლიგაში თამაშის სურვილი აქვს.
სუდაკოვს “შახტართან” კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და კლუბი მზადაა 50 მილიონ ევროდ შეელიოს. ამ სეზონში გეორგიმ ყველ ტურნირზე “მეშახტეებში” 19 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 35 მილიონია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში