სუბარი: რასაც ვხედავთ, ძალადობის წარმოუდგენელი მასშტაბები, ცეცხლის გახსნა ფეიერვერკებიდან, პარლამენტის დაწვის მცდელობა, დაუსჯელი არ დარჩება

რასაც ვხედავთ, ძალადობის წარმოუდგენელი მასშტაბები, ცეცხლის გახსნა პოლიციელების მიმართ ფეიერვერკებიდან, პარლამენტის დაწვის მცდელობა, დაუსჯელი არ დარჩება, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით.

„რასაც ვხედავთ, ძალადობის წარმოუდგენელი მასშტაბები, ცეცხლის გახსნა პოლიციელების მიმართ ფეიერვერკებიდან, პარლამენტის დაწვის მცდელობა, მცდელობები დაწვან სხვადასხვა შენობა, თავდასხმები უბრალო მოქალაქეებზე ქუჩაში და მათი ავტომობილების დამტვრევა მხოლოდ იმიტომ, რომ უარს ამბობდნენ შეერთებოდნენ დემონსტრაციებს, ეს არის ვანდალიზმი, ძალადობის ფაქტები, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება. ძალიან სამწუხაროა, რომ ესენი [ამის ჩამდენები] არიან არა უბრალო მოქალაქეები, არამედ დატრენინგებული, მომზადებული ადამიანები, რომლებსაც, როგორც ჩანს, ძალიან დიდი ხანი ამზადებდნენ ამისთვის“, – აღნიშნა სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს