კობახიძ: მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ უცხოურ გავლენასთან ბრძოლის ჩვენი გამოცდილება

ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით, – ამის შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის შეფასებით, საქართველოს რეალურად აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით.
„იცით, რომ გამჭვირვალობის კანონი ემსახურებოდა ზუსტად ამ მიზანს და შემდგომი კანონმდებლობაც ემსახურებოდა ზუსტად ამ მიზანს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ