სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს

სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეები ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან გაჩერდნენ და დაკავებულ მსახიობებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ასევე მხარდაჭერის მიზნით აქციების დროს დაკავებული პირების სახელი და გვარებიც ჩამოთვალეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „საქართველოს გაუმარჯოს“.
მსვლელობაში მონაწილეობას ცნობილი მზარეულები, აქტივისტები და მოქალაქეები იღებენ.
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით – „“, „რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, ასევე ბანერები, რომელზეც მიმდინარე აქციების დროს დაშავებული და სამართალდამცავების მიერ ნაცემი დემონსტრანტები არიან გამოსახულები.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა