სტუდიო ლიბერთიმ Travelfy-სა და Ticketwizz-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო

სტუდიო ლიბერთიმ Travelfy-სა და Ticketwizz-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო. პარტნიორობა ითვალისწინებს სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის შექმნილ უნიკალურ და ექსკლუზიურ სამოგზაურო გამოცდილებას.
სწორედ ამ თანამშრომლობის დაწყების აღსანიშნად. ოქტომბერში სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებს ორი განსაკუთრებული ტური – ტოსკანასა და ტოკიოში ელით.
„სტუდიო ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და მათთვის კულტურულად მდიდარ და მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის.
Travelfy-სა და Ticketwizz-თან პარტნიორობა ამ მიზნის გამოხატულებაა – მომხმარებლის საჭიროებებთან ინტეგრირებული მიდგომით ვაერთიანებთ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სამოგზაურო სერვისებს. ტოსკანასა და ტოკიოს ტურები არა მხოლოდ ტურისტული მიმართულებებია, არამედ ახალი გამოცდილებების კრებული. რაც სტუდიოს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დაზოგონ დრო და დაგეგმონ საკუთარ ინტერესებზე მორგებული მოგზაურობა. დაგეგმვის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის სამოგზაურო კონსიერჟი, რომელიც სტუდიო ბანკირთან ერთად ემსახურება ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებს” – ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებიც ხარისხიან სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს. ჩვენი გუნდი უკვე მრავალი წელია ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა მომხმარებელმა ძალიან მარტივად, სწრაფად და კომფორტულად მიიღოს წვდომა ნებისმიერი მიმართულების ტურებზე.
“ამჯერად, სტუდიო ლიბერთისთან და Ticketwizz-თან ერთად ვქმნით სამოგზაურო გამოცდილებებს, სადაც თითოეული დეტალი და თითოეული ტური განსაკუთრებული ყურადღებით არის შერჩეული, რათა მომხმარებლებმა დაზოგონ მეტი დრო და თავიანთი მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებად აქციონ.“ – გიორგი მელიქიშვილი, Travelfy-ს დამფუძნებელი
„ტურიზმის სფეროში დღეს მთავარი გამოწვევა არის უნიკალური, პერსონალიზებული გამოცდილებისა და აქტივობების შეთავაზება ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინაიდან ჩვენი როლი სწორედ ადამიანებისთვის სამოგზაურო თავგადასავალის გამრავალფეროვნებაა, სტუდიო ლიბერთისა და Travelfy-სთან პარტნიორობით დავიწყეთ ახალი პროექტი. მის ფარგლებში სტუდიოს წევრებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ, ტოსკანასა და ტოკიოს ტურში განსაკუთრებული და არასტანდარტული გამოცდილებები მიიღონ და, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება.” – შალვა ფირუზაშვილი, Ticketwizz-ის დამფუძნებელი
(R)