სტუდენტი დღეს არ არის უზრუნველყოფილი მაღალი დონის განათლებით ჩვენს ქვეყანაში

სტუდენტი დღეს არ არის უზრუნველყოფილი მაღალი დონის განათლებით ჩვენს ქვეყანაში
სად ჩანს ადამიანი ამ კონცეფციაში – ეს ადამიანი არის სტუდენტი, რომელიც დღეს არ არის უზრუნველყოფილი მაღალი დონის განათლებით ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სტუდენტი დღეს არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ინფრასტრუქტურით, თვითრეალიზების შესაძლებლობებით, საერთო საცხოვრებლებით, მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებით, სახელმძღვანელოებით.
„ეს არის დღეს სტუდენტის სახე უმაღლესი განათლების სისტემაში, სამწუხაროდ. და როგორია სტუდენტის მდგომარეობა ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ. ეს არის უკეთესი ინფრასტრუქტურა, მიდიხარ მაღალი დონის, თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიაში, გხვდება კვალიფიციური ლექტორი, მაღალი დონის სახელმძღვანელო, მაღალი დონის სასწავლო პროგრამა, საერთო საცხოვრებელი დღეს რომ არ არსებობს და ბინას ქირაობ სამჯერ მეტ ფასად, შეიძლება სამჯერ იაფად გქონდეს მაღალი დონის საერთო საცხოვრებელი, სპორტული ინფრასტრუქტურა და ა.შ. ეს არის, როგორიც უნდა იყოს სტუდენტის მდგომარეობა რეფორმის განხორციელების შემდეგ. თუ აქ არ ჩანს ადამიანი, მაშინ სად შეიძლება გამოჩნდეს სტუდენტის მდგომარეობა სხვაგვარად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს

ვხედავთ, რომ მსოფლიოში დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიცც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი