სტუდენტებმა მსვლელობით კანცელარიასთან გადაინაცვლეს – ისინი სკანდირებენ: „საქართველო“, „არა რუსულ კანონს“

სტუდენტებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.
სტუდენტების თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, როგორც ლექტორმა თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს.
მსვლელობისას სტუდენტები სკანდირებდნენ: “საქართველო, საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”.
მათ, ასევე, გააჟღერეს ევროკავშირის ჰიმნი.
მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სტუდენტები საუბრობენ, თუ რატომ არის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი რუსული.
ახალგაზრდები თავდაპირველად მსვლელობას თსუ-ს მიმართულებით გეგმავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია