სტუდენტები, რომლებიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას მარშით შეუერთდნენ, პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ – ისინი სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს!”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციას მარშით შეუერთდნენ, პარლამენტის შენობას წრეს არტყამენ.
მათ გადაწყვეტილი აქვთ შეუერთდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები.
რუსთაველის გამზირზე მარშით მოსულმა სტუდენტებმა აქ შეკრებილებს კორდონის გაკეთება სთხოვეს იმისათვის, რომ პარლამენტს წრე შემოარტყან.
მარშის მონაწილეები სკანდირებენ: “სტუდენტები,სტუდენტები”, “არა რუსულ კანონს!”.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამ დროისთვის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება