სტუდენტები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ, სადაც ცოტა ხანში საპროტესტო აქცია დაიწყება, რომელიც უკვე 187-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მანამდე, ილიაუნის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის შენობის წინ გამართეს და დაკავებული სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად ლექციებზე ერთი დღით უარი თქვეს. გაფიცულ სტუდენტებს ლექტორები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.
“თავისუფლება ლუკას, თავისუფლება თათიას, თავისუფლება ლიკას” – სკანდირებენ ახალგაზრდები.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტებს – თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “ძირს რუსული რეჟიმი”. მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
რაც შეეხება ლუკა ნაცვლიშვილს, ის ბათუმში აქციაზე დააკავეს და ს საქალაქო სასამართლომ მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი – ჩვენი სურვილია, საქმე მალე დავასრულოთ, ამიტომ პროკურატურის მტკიცებულებებს სადაოდ არ გავხდით – ზურაბ ჯაფარიძე არც ლოდინს აპირებს გარემოებების ცვლილებებთან დაკავშირებით და არც ვინმეს პირობის მიღებას

ქეთი ხუციშვილი ევროპარლამენტს – მოგიწოდებთ, უფრო მკაცრები იყოთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ – ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც