სტუდენტები მსვლელობით მივიდნენ სასტუმროსთან, სადაც რუსული ინსტიტუტის ორგანიზებით, ფორუმი მიმდინარეობდა – ახალგაზრდები სკანდირებდნენ: “არა რუსეთს!”

სტუდენტებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, თსუ-ს უნივერსიტეტიდან მსვლელობით სასტუმრო “ტიფლის პალასთან” მივიდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სწორედ, ამ სასტუმროში რუსული კომუნიკაციების განვითარების ნაციონალური კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, „ტრადიციული ფასეულობები როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“ ფორუმს მართავს.
სტუდენტები სასტუმროს კარებთან პროტესტის ნიშნად ხელებს აბრახუნებდნენ და სკანდირებდნენ “არა რუსეთს!” , “არა რუსულ ოცნებას!”.
მოგვიანებით, ახალაგზრდებმა შენობას კვერცხები დაუშინეს.
ახალგაზრდებმა სასტუმროსთან საქართველოს ეროვნული ჰიმნი გააჟღერეს.

ასევე დაგაინტერესებთ