სტუდენტები თსუ-ის პირველ კორპუსში შევიდნენ, ისინი რექტორის გადადგომას მოითხოვენ

სტუდენტების ნაწილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შესვლა მოახერხა. მათი განცხადებით, ისინი არ აპირებენ დაშლას და შენობის დატოვებას მანამ, სანამ მათი მოთხოვნა, რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომის შესახებ, არ შესრულდება.

“მთავარია თსუ-ის რექტორის შეცვლა. საქართველოს და თსუ-ის არსებობა ერთმანეთთან სიმბოლურად არის გადაკვანძული. ეროვნული მოძრაობა დაიწყო თსუ-დან და ახალი ეროვნული მოძრაობაც დაიწყება თსუ-დან. დავრჩებით აქ მანამდე, სანამ ჯაბა სამუშია არ გადადგება”, – განაცხადა სტუდენტმა და სამოქალაქო აქტივისტმა ზვიად ცეცხლაძემ.

შენობაში შესვლის შემდეგ, სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას კაბინეტთან განთავსდნენ. ადგილზე მივიდა დაცვის სამსახური და საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, თუმცა მათი მხრიდან, ჯერჯერობით, რაიმე რეაგირება არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – წყლის ჭავლის მანქანები რომ იყიდეს, თოვლის საწმენდი მანქანები ვერ იყიდეს? სამაშველო სამსახური, ალბათ, ჯარიმების ქვითრის დარიგებაში ჰყავთ ჩართული – შოვის ტრაგედიის შემდეგ, როგორ შეიძლება დასკვნა ვერ გამოიტანო?

გიორგი ბაჩიაშვილი ახალ ბრალდებაზე – ეს კიდევ ერთი ფაბრიკაციაა, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა – ნადირობდნენ ჩემ ქონებაზე, საბანკო ანგარიშებზე რომ დაედგინათ, ივანიშვილს რამდენის გამოძალვის შესაძლებლობა ექნებოდა