სტუდენტების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თსუ -ში ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს

სტუდენტების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თსუ -ში ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს
თსუ-ს სტუდენტების პროტესტის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ლექციის ჩასატარებლად მივიდა, თუმცა ცენტრალური შესასვლელით არ უსარგებლია.
როგორც უნივერსიტეტთან შეკრებილი გაფიცული სტუდენტები აცხადებენ, სთან ლექციაზე “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შეუშვეს და იმიჯი შექმნეს, რომ პრემიერის ლექციას სტუდენტები ესწრებიან.
“რაღაც გვირაბებით შევიდა უნივერსიტეტში, რაც კომიკურია. რაღაც სია ჰქონდათ, რომლითაც ისეთი ხალხი შეუშვეს ლექციაზე დასასწრებად, რომლებიც ვერავინ ვერ ამოიცნო, რომ მისი სტუდენტები არიან. სავარაუდოდ ,”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები იყვნენ”, – განაცხადა პროტესტის მონაწილე ნიკო მანაგაძემ. ადგილზე, კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით ისევ დგანან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.
უნივერსიტეტის შესასვლელებს კი საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის განსაკუთრებული რაოდენობა იცავს.