სტრატკომი – უკრაინელებმა ს შავი ზღვის ფლოტის გემების მესამედი მწყობრიდან გამოიყვანეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ს ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების დაახლოებით 33% მწყობრიდან გამოიყვანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ჩვენმა სამხედროებმა მწყობრიდან გამოიყვანეს 24 რუსული ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი“, – აცხადებენ სტრატკომში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ინფორმაციით, ღია წყაროების მონაცემებით, ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 74 საბრძოლო ხომალდისგან შედგებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ – არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან ივანიშვილის არაბულ აფიორასთან, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება