“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი სტრატეგიულ შეცდომებს უშვებს და იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის – გურამ მაჭარაშვილი

“ეს არის განწირული პოლიტიკოსის ხმა. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი სტრატეგიულ შეცდომებს უშვებს და იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის,”- ასე შეაფასა “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გიორგი ვაშაძის განცხადება NDI-სთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, მიიჩნევს, რომ NDI-ს ბოლო კვლევა არასწორადაა ჩატარებული და რეალობას არ ასახავს.
“ეს არის განწირული პოლიტიკოსის ხმა. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი სტრატეგიულ შეცდომებს უშვებს და იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის. NDI-ს კვლევებით და დაფინანსებით არის თუ საერთოდ სუნთქავს, მათ შორის, ვაშაძის პარტია და, ზოგადად, რადიკალები. აქედან გამომდინარე, მისი ეს მკაცრი შეფასება NDI-ს მიმართ, რომ სისულელეა მათი დასკვნები და უნდა დახიოს და გადააგდოს, NDI-ს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ როცა NDI იტყვის ვაშაძეზე, რომ ეს სულელი რას ლაპარაკობს, დახიეთ და გადააგდეთ ზოგადად ეს პარტიაო, რა დღეში ჩავარდება ვაშაძე, ყველანი ვნახავთ. საკუთარი პატრონიც რომ გეუბნება, რომ შენ გაქვს, პრაქტიკულად, ნულოვანი მხარდაჭერა, ეს ნიშნავს, რომ ქუდი დაიხურო, თუ გაქვს ისიც, და წახვიდე სახლში,”- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს