“სტრატეგია აღმაშენებელი” – მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის დანაშაულებზე

“სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, “ს უკანონო დაკავება და მასზე ანგარიშსწორება, რუსული რეჟიმის რეალური სახეა”.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სტრატეგია აღმაშენებელი“ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, სწრაფი რეაგირება მოახდინოს „ს ძალადობრივი რეჟიმის დანაშაულებზე“.
“მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, მათ შორის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის უკანონო დაკავება და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, ეს არის რუსული რეჟიმის რეალური სახე, რომელიც ცდილობს ერთი შლეგი ადამიანის, ივანიშვილის ვნებებს და შიშებს გადააყოლოს ქვეყნის და ხალხის ინტერესები.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის დანაშაულებზე.
მოვუწოდებთ პოლიციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს არ შეასრულონ ძალადობრივი რეჟიმის უკანონო ბრძანებები,
მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, ერთად ვიბრძოლოთ არაძალადობრივო პროტესტის ყველა ფორმით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
არა რუსულ კანონს!
არა რუსულ რეჟიმს!
საქართველო გახდება ევროპა.
საქართველო გაიმარჯვებს”, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ