“სტრასბურგმა ჩვენი სარჩელი მიიღო, ბიძინა, მალე დადგინდება ვინ არის ნამდვილი თაღლითი” – ხაზარაძე

“სტრასბურგმა ჩვენი სარჩელი მიიღო, ბიძინა, მალე დადგინდება ვინ არის ნამდვილი თაღლითი” – ხაზარაძე
“ლელოს” ლიდერი, ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტრასბურგის სასამართლომ განხილვაში მიიღო მისი და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამართლდნენ, დარჩენილი იყო ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რაცა მათ სტრასბურგში გაასაჩივრეს.
“სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო. ბიძინა, მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ