სტრასბურგის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიასთან მიმართებით ქართული სასამართლოს სამართლიანობა დადასტურდა, აშშ-სა და ევროკავშირის ყოფილი ელჩები კი პირდაპირ ტყუილში იქნენ მხილებულნი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით სთან მიმართებით ქართული სასამართლოს სამართლიანობა დადასტურდა, -სა და ევროკავშირის ყოფილი ელჩები კი პირდაპირ ტყუილში იქნენ მხილებულნი
„ვხედავთ, რომ ნიკა გვარამია ღია პოლიტიკურ თამაშში შემოვიდა, შესაბამისად, მას აღარ სურს კრიმინალის მანტია ჰქონდეს. მას სურს, რომ უდანაშაულო ადამიანის მანტია მოირგოს, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვა“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.
თამთა მეგრელიშვილმა ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ ამით ქართული სასამართლოს სამართლიანობა დადასტურდა.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას საჩივარი განხილვაში არც კი მიიღო. ამით სტრასბურგმა თქვა, რომ ნიკა გვარამია რეალურად დამნაშავეა, რომელიც გასამართლდა ისე, როგორც გასამართლდა და ეს სრულიად კანონიერი იყო, მიუხედავად იმისა, ამას ნიკა გვარამია აღიარებს თუ – არა. სტრასბურგის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიასთან მიმართებით ქართული სასამართლოს სამართლიანობა დადასტურდა და პირდაპირ ტყუილში იქნენ მხილებულნი კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი ჰარცელი, ასევე, ბევრი ევროპარლამენტარი, რომლებიც მიჩნევდნენ, რომ ნიკა გვარამიას საქმეს პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თანხების შეწყვეტა ევროკომისიას წევრი ქვეყნების მწვანე შუქის გარეშე შეუძლია, მაგრამ არის დაბრკოლება – ფულის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს „სამოქალაქო სექტორს“, რომლის დაცვაც ბრიუსელს ისე სურს, როგორც არასოდეს

გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დღეს მმართველი გუნდის უმრავლესობა მოხსნის, რადგან ის საქართველოს უსაფრთხოების დაცვას, ომის თავიდან აცილებას, სტაბილურ განვითარებას და რწმენის გადარჩენას სჭირდება