სტოლტენბერგი: ნატოში მსჯელობენ ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაზე

ნატოში განიხილება ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნის საკითხი დან და ჩინეთიდან მზარდი საფრთხის გამო. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ს.
სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსში მიმდინარე კონსულტაციების თემაა რამდენი ბირთვული ქობინა უნდა იყოს საბრძოლო მზადყოფნაში და რამდენი უნდა დარჩეს არსენალში.
გენერალური მდივნის განცხადებით, ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი უნდა იყოს გამჭვირვალობა, რომლითაც ოპონენტებს აჩვენებ, რომ ნატო ბირთვული ალიანსია.
როგორც სტოლტენბერგმა თქვა, ნატოს მიზანია მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ, სანამ ეს იარაღი არსებობს, ალიანსი დარჩება ბირთვულ გაერთიანებად, რადგან მსოფლიო, სადაცნ რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი აქვთ, ხოლო ნატოს – არა, გაცილებით საშიშია.
ბოლო ხანს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დასავლეთის სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლების მინიჭება მოსკოვს აიძულებს გადახედოს თავის ბირთვულ დოქტრინას.
2022 წლის 24 თებერვლიდან, ში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ოფიციალური პირები არაერთხელ დაიმუქრნენ ბირთვული იარაღის გამოყენებით.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი ლილოში მომხდარ მკვლელობაზე – ქეთევან ჯავახიშვილს ჭრილობები კისრის, სახის, თავის, ზურგის, მუცლის არეში, ზედა და ქვედა კიდურებზე ჰქონდა მიყენებული, ის ოთარ ცინდელიანმა დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა

გურამ მაჭარაშვილი – ვენეციის კომისიაც კი იმ დღეში ჩააგდეს, რომ საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ მოუწოდებენ – ახლა გამოვიდეს ოპოზიცია და თქვას, ეთანხმება ვენეციის კომისიას თუ არა