სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა კიევში

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 29 აპრილს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა კიევში, სადაც მან უკრაინელებს უთხრა, რომ იარაღი და საბრძოლო მასალები იქ ინტენსიურად შევა – მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ჯეროვნად ვერ შეასრულეს სამხედრო დახმარების პირობა. ეს სტოლტენბერგის მესამე ვიზიტია ში მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში იქ სრული მასშტაბით შეიჭრა.
კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან, სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა თქვა, რომ “მხარდაჭერაში სერიოზული შეფერხებები ნიშნავდა სერიოზულ შედეგებს ბრძოლის ველზე”.
-მა თვეების განმავლობაში ვერ შეძლო შეთანხმება პაკეტზე და ევროპელმა მოკავშირეებმა ვერ შეძლეს საბრძოლო მასალების დაპირებული მასშტაბით მოწოდება” – თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა: “თვეების განმავლობაში უკრაინაზე იარაღის უპირატესობა ჰქონდათ, [უკრაინა] იძულებული იყო საბრძოლო მასალები გამოეზოგა. … დამატებითი დახმარება მოდის”.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დახმარების პაკეტს ხელი 24 აპრილს მოაწერა – მას მერე, რაც ის იოლად დაამტკიცა აშშ-ის სანატმა. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში იყო თქვეების განმავლობაში შეჩერებული, თუმცა რესპუბლიკელმა ლიდერებმა ბოლოს ის კენჭისყრაზე დააყენეს და კანონპროექტი 20 აპრილს დამტკიცდა – სენატში გაგზავნამდე. ამ კანონპროექტით გათვალისწინებულია 61 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფა უკრაინისთვის.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სამწუხაროა, რომ ქართული სახელმწიფო ფორუმებს და კონფერენციებს არ იყენებს, სადაც წესით საქართველოს მინისტრები ოფიციალური მომხსენებლები უნდა იყვნენ, რომ ქვეყანა, რაც შეიძლება მალე ევროკავშირის წევრი გახდეს