სტივ უიტკოფი – ში მშვიდობის მიღწევის მიმართ ერთგული რჩება

რუსეთი ში მშვიდობის მიღწევის მიმართ ერთგული რჩება. დიდად აფასებს შეერთებული შტატების ძალისხმევასა და მხარდაჭერას უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად და გლობალური უსაფრთხოების აღსადგენად, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტ ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ფლორიდაში „პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრები გამართა ამერიკულ დელეგაციასთან, რათა წინ წაეწია პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო გეგმა“.
მანამდე უიტკოფმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გამართა. „უკრაინა აფასებს შეერთებული შტატების ლიდერობასა და მხარდაჭერას, ასევე პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შემდეგ ეტაპებზე“, – განაცხადა უიტკოფმა.