სტივ ვიტკოფი – ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ

ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ , – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში -ის პრეზიდენტის, ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა ხვალ, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, იქ იმ მოლოდინით მივდივართ, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, – განაცხადა სტივ ვიტკოფმა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა უკრაინის პრეზიდენტმა, მ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას ხელი მიმდინარე კვირაში მოაწეროს, ვიტკოფმა უპასუხა, რომ „ამის იმედი აქვს და ყველა ნიშანი პოზიტიურია“.
ვიტკოფის ცნობით, საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები უკრაინის უსაფრთხოების, ტერიტორიულ და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების საკითხებს განიხილავენ.
ამასთან, ვიტკოფმა აღნიშნა, რომ თავდაცვითი მიზნებისთვის აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუწყვეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის