სტივ ვიტკოფი აცხადებს, რომ თავდაცვითი მიზნებისთვის აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუწყვეტია

ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში -ის პრეზიდენტის, ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა ხვალ, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, იქ იმ მოლოდინით მივდივართ, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, – განაცხადა სტივ ვიტკოფმა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა უკრაინის პრეზიდენტმა, მ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს მიმდინარე კვირაში, ვიტკოფმა უპასუხა, რომ „ამის იმედი აქვს და ყველა ნიშანი პოზიტიურია“.
ვიტკოფის ცნობით, საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები უკრაინის უსაფრთხოების, ტერიტორიულ და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების საკითხებს განიხილავენ.
ამასთან, ვიტკოფმა აღნიშნა, რომ თავდაცვითი მიზნებისთვის აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუწყვეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას