სტივენ უიტკოფმა ისაუბრა ალასკაში შეხვედრის ახალ დეტალებზე

-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა ტელეკომპანია Fox News-სთან ინტერვიუში ისაუბრა ალასკაში 15 აგვისტოს -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ს პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შორის შემდგარი შეხვედრის ახალ დეტალებზე.
უიტკოფის განცხადებით ს ოფიციალური პირები „პრაქტიკულად მაშინათვე“ დათმობებზე წავიდნენ.
„რუსები თითქმის მაშინათვე წავიდნენ დათმობაზე ალასკაში პირველ შეხვედრაზე, ამ დათმობებმა ნაწილობრივ შეგვაძლებინა გაგვეგო, შევძლებდით თუ არა რუსების მიერ უფრო დამთმობი ქმედებების ხილვას“, – თქვა უიტკოფმა.
მისი სიტყვებით პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი ანკორიჯში შეხვედრაზე კონცენტრირებული იყო გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე და არა ში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის საკითხზე. მისი სიტყევბით, ამ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლო გაეგო რომ „ჩვენ გვაქვს ბევრი წინაპირობა სამშიდობო შეთანხმებისთვის და რატომაც არ უნდა ვესწრაფოთ სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმების დადებას?“
მანამდე, 18 აგვისტოს უიტკოფმა ტელეარხ CNN-ის ეთერში, თქვა, რომ ალასკაში შეხვდერაზე, მოსკოვი უკრაინის ხუთ რეგიონთან დაკავშირებით „გარკვეულ დათმობებზე“ წავიდა და რომ ვაშინგტონი ტერიტორიების გაცვლის საკითხს განიხილავდა, უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრაზე თეთრ სახლში.
18 აგვისტოს ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მ თქვა, რომ ტერიტორიების საკითხს პუტინთან განიხილავს.
Fox News-სთან სატელეფონო ჩართვისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრას აუცილებლობად მას შემდეგ მიიჩნევს, რაც ორივე მათგანს ინდივიდუალურად შეხვდა. მისი სიტყვებით ამის შემდეგ შესაძლოა პროცესი სამმხრივ შეხვედრამდე მივიდეს.
მანამდე თეთრი სახლის პრესმდივნმა კეროლაინ ლევიტმა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე, რატომ შეიცვალა გეგმები და შესაძლო სამმხრივიდან ახლა სეხვდერა ორმხრივ ფორმატში განიხილება, უპასუხა, რომ „ეს იყო იდეა, რომელიც განვითარდა პრეზიდენტ ტრამპის საუბრების დროს როგორც პრეზიდენტ პუტინთან, ასევე პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან“.
ლევიტს არ უპასუხია ზელენსკისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის ადგილმდებარეობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე.
უკრაინის ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკების ადგილი ჯერ არ არის დადგენილი.
ამ დრომდე ორმხრივი შეხვედრისთვის რამდენიმე ადგილი განიხილება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე თქვა უარი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ მოლაპარაკებისთვის მოსკოვში ჩასვლაზე. ამგვარი შეთავაზების შესახებ ინფორმაცია მედიამ გაავრცელა წყაროზე დაყრდნობით.
19 აგვისტოს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინიაციო კასისმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი და ზელენსკი შვეიცარიაში გადაწყვეტენ შეხვედრას, ის რუსეთის პრეზიდენტს იმუნიტეტს შესთავაზებს, რომელიც მას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დევნისგან დაიცავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცდილობს ამგვარი შეხვედრის ორგანიზებას. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრა უნდა შედგეს ევროპაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ასეთი სამიტისთვის საერთაშორისო სასამართლოს ორდენთან დაკავშირებით გამონაკლისის უნდა დაწესდეს.
Reuters-ი იტყობინებოდა, რომ შეხვედრა შეიძლება შედგეს ბუდაპეშტში, რადგან უნგრეთმა სისხლის სამართლის სასამართლო დატოვა და ის არ აღიარებს მის ორდერებს სახელმწიფოთა მეთაურების წინააღმდეგ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა. მას უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში ადანაშაულებენ. მოსკოვი უარყოფს ომის დანაშაულების ჩადენას და არ აღიარებს ამ სასამართლოს ლეგიტიმურობას.
ფორუმი