სტივენ დაუთი – ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მზარდი რეპრესიებით – მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს კურსი და ჩაერთოს ინკლუზიურ დიალოგში

ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ოპოზიციური ხმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ განხორციელებული მზარდი რეპრესიებით, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში, სტივენ დაუთმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრის, ვენდი მორტონის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, კითხვაზე, გადადგამს თუ არა მისი უწყება ნაბიჯებს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად, დაუთმა უპასუხა:
„ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ოპოზიციური ხმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიებით. 11 ივლისს, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო ოპოზიციური პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები. მე არაერთხელ გავაკრიტიკე რეპრესიული კანონმდებლობა, რომლის სამიზნეც სამოქალაქო საზოგადოება და მშვიდობიანი მომიტინგეები არიან. შევამცირეთ ორმხრივი თანამშრომლობის დონე და განვიხილავთ ყველა სხვა ხელმისაწვდომ ვარიანტს. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს კურსი და ჩაერთოს ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში საქართველოს მომავლის ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, – განაცხადა დაუთმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან