სტეფანო პიოლი “ალ იტიჰადს” გაწვრთნის

სტეფანო პიოლი “ალ იტიჰადს” გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი არაბულ კლუბთან ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
“ალ იტიჰადს” გასული სეზონის მეორე ნახევარში მარსელო გალიარდო წვრთნიდა.
შეგახსენებთ, პიოლის ბოლოს “მილანს” თავკაცობდა, მისი ხელმძღვანელობით “როსონერიმ” 2021/2022 წლების სეზონში სკუდეტო მოიგო.