სტეიკის დანით ჩადენილი სასტიკი დანაშაული – ნიუ-იორკში კაცმა ნათესავების ოჯახის 4 წევრი მოკლა, მათგან 2 ბავშვია

ნიუ-იორკში, ქუინსში, კაცმა, სტეიკის დანით, ნათესავების ოჯახის ოთხი წევრი, მათ შორის – 12 წლის ბიჭი და 11 წლის გოგო მოკლა, რის შემდეგაც მათი სახლის დაწვა სცადა, – ამის შესახებ BBC წერს.
911-ში ზარი, ადგილობრივი დროით, 05:10 საათზე შევიდა. “ახალგაზრდა ქალმა განაცხადა, რომ ბიძაშვილი მისი ოჯახის წევრებს კლავდა”, – განაცხადეს პოლიციის ბრიფინგზე.
ადგილზე ორი სამართალდამცველი გამოცხადდა, თუმცა კაცი მათაც დაესხა თავს – ერთი პოლიციელი კისრისა და გულ-მკერდის, მეორე კი თავის არეში დაჭრა, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
შემთხვევას ერთადერთი გადარჩენილი ჰყავს – ამავე ოჯახის წევრი 61 წლის ქალი. ის დაჭრილია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 39 წლის კორტნი გორდონია, რომელიც, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ადრე დაკავებული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით