სტარმერი ევროპას ულტრამემარჯვენე ჯგუფების წინააღმდეგ თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, გაერთიანებულ სამეფოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების მზარდი საფრთხის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. კირ სტარმერი მთელი ევროპის მასშტაბიათ, პროგრესულ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, გამოწვევის დასაძლევად ერთად იმუშაონ.
ბრიტანეთში იმიგრანტების საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა მიმდინარე თვის დასაწყისში აგორდა. ბავშვთა ცეკვის კლასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი თავშესაფრის მაძიებელი მუსლიმი იყო.
გერმანიაში ვიზიტისას სიტყვით გამოსვლისას, სტარმერმა განაცხადა, რომ პოპულიზმი დამარცხდება მაშინ, როცა ხალხი თავს უკეთ იგრძნობს და პირობა დადო, რომ მისი პრემიერობის პირველი ვადის დასრულებამდე, ბრიტანეთში ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება.
”ჩვენ, ბრიტანეთში, მზად უნდა ვიყოთ ულტრამემარჯვენეების, პოპულიზმისა და ნაციონალიზმის გამოწვევისთვის შეშფოთების მრავალი მიზეზი არსებობს, ნაწილობრივ ის, რაც ხდება დიდ ბრიტანეთში, ნაწილობრივ ის, რაც შეგიძლიათ ნახოთ ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?